„ახალი ქართული ლიტერატურის საკითხების“ წინამდებარე, მეხუთე კრებულში გაერთიანებული წერილები XIX საუკუნის ქართული მხატვრული ლიტერატურისა და სალიტერატურო კრიტიკის ისტორიის ცალკეული საკითხების შესწავლას ეძღვნება, კრებულში განხილულია რუსთაველის მემკვიდრეობისადმი ვაჟა-ფშაველას მიმართების ზოგიერთი საკითხი, ილია ჭავჭავაძის პოეტური აზროვნების თავისებურებანი, ალ. ყაზბეგის მხატვრული ოსტატობის ცალკეული საკითხები, ნ. ნიკოლაძის ლიტერატურულ-კრიტიკული შეხედულებები, მე-19 ს. 60-70-იანი წლების ქართული კრიტიკის საკითხები და სხვა.