„ფაუსტის“ პირველი ნაწილი 1808 წელს გამოქვეყნდა და დღემდე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლეს ქმნილებად ითვლება. გოეთეს ეს უდიდესი თხზულება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორე – ერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. დრამატული ფაბულა და სულის შემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს