თხუთმეტი წლის კაპიტანი – დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა.
ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო – ნაწარმოებში აღწერილია ლონდონელი ექსცენტრიკული მამაკაცის, ფილეას ფოგის უჩვეულო მოგზაურობის ისტორია დედამიწის გარშემო, თავის ფრანგ მსახურ, ჟან პასპარტუსთან ერთად. წიგნში იგრძნობა ფრანგი მწერლის ცოცხალი, დახვეწილი იუმორი და თხრობის არაჩვეულებრივი სტილი.