„უქარქაშო ხმლები“ მხატვრულად (დოკუმენტური პროზის ჟანრში) დაწერილი საქართველოს ისტორიაა, იგი მოგვითხრობს ქართველი ხალხის თავგადასავალს სხვა „ახლობელ“ და „შორებელ” ხალხებთან ურთიერთობის ფონზე. ავტორი ემყარება ძველი და ახალი საისტორიო მწერლობის მიღწევებს („ქართლის ცხოვრება“, ძველი ქართული მწერლობის უსაჩინოესი ძეგლები, ელინურ-ელინისტური, რომაულ-ლათინური და ბიზანტიური წყაროები, ევროპელ და აზიელ ავტორთა ცნობები, ახალი დროის ქართული ისტორიოგრაფიის მეცნიერული მონაპოვარნი).