რომანის ცენტრშია სამი მეგობრის, თანამოაზრეთა, მაგრამ განსხვავებული ბედისა და ხასიათის ადამიანთა თავგადასავალი. ერთმანეთს ენაცვლებიან ახალი საზოგადოების მშენებელთა თაობები, რომელთაც საკუთარი ისტორიული მისია აკისრიათ, მაღალი ზნეობრივი იდეალები აერთიანებთ. ესტაფეტა თაობიდან თაობას გადაეცემა, განუყოფელია წარსული და დღევანდელობა. ნაწარმოები ათეული წლების გმირული შრომისა და ბრძოლის მხატვრული მატიანეა.