ვოდევილი, როგორც სანახაობის გარკვეული ფორმა, წარმოიშვა საფრანგეთში. პირველ ტომში მკითხველს წარმოვუდგენთ 4 ავტორს: გიორგი ერისთავს (1813-1864) ვოდევილებით: „თილისმის ხანი“, „უჩინმაჩინის ქუდი“ და „წარსული დროების სურათები“, დიმიტრი მეღვინეთხუცესოვს (მეღვინეთხუცესიშვილს) (1815-1878) ვოდევილებით: „კატა-აწონა", „ანჩხლი ცოლი“, „უბედური მოარშიყე“ და „ექიმბაში“, ივანე (ოქროპირ, ოქრო) ერისთავს (1818-1858) ვოდევილით – „ძალად ექიმი“ და გიორგი ორბელიანს (დაბად.
1818) ვოდევილით – „სიყვარულის სასმელი“.