,,ვოდევილი ქართულ მწერლობაში" მეორე ტომში შეხვდებით სამი ავტორის დრამატულ ნაწარმოებებს: ზურაბ ანტონოვის (1820-1854) პიესებს: „ქმარი ხუთის ცოლისა“, „განა ბიძიამ ცოლი შეირთო" და „მზის დაბნელება საქართველოში“, გრიგოლ რჩეულიშვილის (გარდანქეშელი) (1820-1877) პიესას – „ხუმრობა-ვოდევილი ორს კარტინაში" და ალექსანდრე გარსევანოვის (გარსევანიშვილის) პიესას – „ცოლები დავკარგეთ“.