წინამდებარე წიგნში განხილულია 1600-1628 წწ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ქეთევან დედოფლის ელჩობას შაჰ აბას I-თან, შაჰის მიერ მის დატყვევებას, ქ. შირაზში მის მოწამებრივ აღსასრულს და ნიკიფორე ირბახის ელჩობას ევროპაში (1626-1629 წწ.), მიმოხილულია თეატინელი მისიონერების ჩამოსვლა საქართველოში 1628 წელს.