წიგნში წარმოდგენილია ახალ აღთქმაში შემავალი პავლეს ეპისტოლეთა ყველა (ოთხი) ქართული რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი X-XIV საუკუნეთა თორმეტი ხელნაწერის მიხედვით, დამატების სახით კი - სტიქომეტრიული დანართები:„უწყებანი“ და „თავნი“. ტექსტს ახლავს შესავალი, რომელიც შეიცავს აუცილებელ ცნობებს ქართულ ხელნაწერებზე, რედაქციებსა და სხვა ტექსტუალურ საკითხებზე.