რევაზ ჯაფარიძის წინამდებარე წიგნში შეტანილი მოთხრობები სხვადასხვა დროსაა დაწერილი. ავტორი მისთვის ჩვეული ოსტატობით გვიხატავს ჩვენი თანამედროვე სოფლისა და ქალაქის ცოცხალ სურათებს, ქართველი კაცის სულიერ სამყაროს, მის მისწრაფებებს. კრებულში იბეჭდება აგრეთვე მხატვრული ნარკვევი ,,ადამიანის მორჩილი ზღვა“, რ. ჯაფარიძის ჰოლანდიასა და ბელგიაში, მოგზაურობის შთაბეჭდილებები.