„ახალი ქართული ლიტერატურის საკითხების“ VII კრებულში გაერთიანებული წერილები XIX საუკუნის ქართული მხატვრული ლიტერატურის, სალიტერატურო კრიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიის ცალკეულ ნაკლებად შესწავლილ საკითხთა განხილვას ეძღვნება. კრებულში განხილულია ქართული რომანტიზმის საკითხები, აკაკი წერეთლის საზოგადოებრივ-ლიტერატურული ურთიერთობანი, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების რამდენიმე საკითხი. განხილულია „ქართული გაზეთის“ ადგილი და როლი ეროვნული ჟურნალისტიკის განვითარებაში და სხვ.