წიგნში „დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ“ წარმოდგენილია მეფე როსტომის ქრონოლოგიურად დალაგებული საისტორიო საბუთები და ეპიგრაფიკული ძეგლები. ტექსტები გამართულია აკადემიური სტანდარტით, ერთვის სათანადო სამეცნიერო აპარატი. წყაროებს დართული აქვს კომენტარები.