,,თქვენს წინაშეა თემო ჯაფარიძის, მხატვარ თემოს ესეების კრებული, რომლებიც ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში. ამ ნაწერებში კი, იგი, როგორც მხატვარი, სიტყვიერ სახეს აძლევს თავის ფერწერულ გამოცდილებას, რომელიც მას მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე უგროვდებოდა. ლაპარაკია არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ ყოფით გამოცდილებაზე და, საზოგადოდ, მჭვრეტელობით დამოკიდებულებაზე რეალობის და არსებობის მიმართ" – ზურაბ კიკნაძე.