მიშელ უელბეკს, გონკურის პრემიის ლაურეატ ფრანგ მწერალს, მკითხველები, უმეტესწილად, რომანებით იცნობენ. მისი ლექსები თუ ესეები ერთგული მკითხველების შედარებით ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იან წლებში ის მემარცხენე მიმართულების ჟურნალ Les Inrockuptibles-თან თანამშრომლობდა და მცირე ზომის პროზაულ ტექსტებს წერდა. მათი საუკეთესო ნაწილი ამ წიგნშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, წიგნში შესულია მიშელ უელბეკის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ესე: ,,სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო" და ,,დაბნეულობის ზღვარზე".