ნაშრომში განხილულია ერთგვარშემასმენლიანი შერწყმული და რთული თანწყობილი წინადადებების სტრუქტურული ურთიერთმიმართების საკითხი ქართული ზმნა-შემასმენლის თავისებურებათა გათვალისწინებით. დადგენილია, რომ მათ აქვთ ერთი საერთო სინტაქსური საფუძველი - პარატაქსული კონსტრუქცია.