ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ომი ქალის მეხსიერებაში

გამოცემის წელი2014
გამომცემლობამერიდიანი

ზეპირი ისტორიები ოფიციალურ ფაქტებს ინდივიდის პერსონალური ხედვით ამდიდრებს. ის უკავშირდება მოვლენას, რომელიც ისტორიის კუთვნილებაა და ინდივიდის მეხსიერებაშიც არის დალექილი. ასეთი მოგონებები ფაქტებზე დაფუძნებულ ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ღირებული, კორექტული და ნამდვილია ნაამბობი, ვიდრე _ ოფიციალური ისტორია. ნინო პოპიაშვილის წიგნში, „ომი ქალის მეხსიერებაში (ქართველ და ოს ქალთა ზეპირი ისტორიები)“ წარმოდგენილია თვითმხილველების მიერ მოყოლილი საქართველოს უახლესი ისტორიის საინტერესო და საკვანძო ასპექტები.