,,ენციკლოპედია-ლექსიკონი ძირითადად მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტამდე განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ მასში გათვალისწინებულია 1917 წლის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციიდან 1918 წლის 26 მაისამდე განვითარებული მოვლენებიც, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. რუსული მონარქიის დამხობა, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის პერიოდები სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ქართული და კავკასიური ეროვნული სახელმწიფოების აღდგენასთან".