წიგნი დაყოფილია შემდეგ თავებად: მე-18 ს. II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო და საშინაო მდგომარეობის მიმოხილვა. დამოუკიდებლობის შენარჩუნების შეუძლებლობის საკითხი; „ერთიანი ნაკადის" თეორია და რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხი; ი. ბ. სტალინი და რუსეთ-საქართველოს ძველი ისტორიული ურთიერთობის გაგებისა და შეფასების საკითხი; რუსული ორიენტაციის პროგრესულობის საკითხი ქართულ ლიტერატურაში; ანტირუსული ორიენტაცია და ქართველი ერის გადაგვარების საკითხი; ერეკლე II. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი.