ბალზაკმა რომანში "გამქრალი ოცნებანი" მხატვრულად აგვიხსნა იმ დროის საფრანგეთის ბურჟუაზიული სინამდვილე, დაგვანახა, რომ კაპიტალისტურ წყობილებაში "ადამიანი ადამიანისთვის მგელია", რომ აქ "ადამიანს ყიდულობენ და ყიდიან". ამავე დროს დიდმა მწერალმა წარმოგვიდგინა მეორე საფრანგეთი, მშრომელი ადამიანების საფრანგეთი, რომელსაც ნათელი მომავალი უწინასწარმეტყველა.