წინამდებარე ნაშრომში განხილულია საერთაშორისო ტურიზმის განვითარების აქტუალური პრობლემები: პირველ ნაწილში მოცემულია ტურიზმის დეფინიცია, მისი ისტორიული განვითარების ტენდენციები, ტურისტთა გადაადგილების ზოგადი პრინციპები, განხილულია მოგზაურობის მიზნები, ასევე ბაზრის სხვადასხვა სეგმენტები. წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების ტურისტული გეოგრაფია, ტურიზმის ორგანიზაციის საკითხები საჯარო და კერძო სექტორებში, ტურიზმის დაგეგმვის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის პრობლემები, ნაჩვენებია მსოფლიო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.