"ბაბუაწვერას ღვინო" ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა, თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ. 1928 წლის ზაფხული დაგლას სპოლდინგისთვის სიცოცხლის მშვენიერებისა და წარმომავლობის შეცნობის ხანად იქცა. პატარა ქალაქის ცხოვრება, მისი კეთილი თუ უცნაური ბინადრები საინტერესო წარსულით-ბიჭისათვის ბავშვური განცდებისა და ემოციების წყაროა, რომელიც შესაძლოა დიდობაში აღარ განმეორდეს. დაგლასმა უკვე იცის, რომ სიცოცხლე მარადიული არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.