,,,,მაადაი-ყარა“ უძველესი ალთაური ეპოსია. იგი იმ ხალხთა კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნება, რომელთა ოდინდელი კერა ალთაი იყო. „ალთაი“ თურქულ-მონღოლური სიტყვაა და ნიშნავს „ოქროსი“. ეპოსში ასეც მოიხსენიებენ –- „ოქროს ალთაი“. ამ სახელით აღნიშნავენ ალთაის მთათა სისტემას, რომელიც მოიცავს სამხრეთ ციმბირს, რუსეთის ფედერაციის ალთაის მხარესა და ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს".