,,ეს წიგნი ჭრელი შემადგენლობისაა თითქმის ოცდაათი წლის ნააზრევ-ნაჯახირევია მასში მოკრებილი. ამ ხნის მანძილზე სხვა წიგნებიც დამიბეჭდავს, მაგრამ ეს უფრო ახლოსაა ჩვენს მღელვარებასთან. ალბათ ისიც საინტერესოა - გუშინდელი პროგნოზები ემთხვევა თუ არა დიაგნოზს - გვიგრძვნია თუ არა, - საით მიდის წუთისოფელი. ამ წიგნში ყველა ჩვენთაგანის სატკივარია გადმოცემული, რამდენად პატიოსნად, უფალმა განსაჯოს და დროის მეშვეობით ჩვენც გაგვიცხადოს იგი" – ვახტანგ გოგუაძე.