,,წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული წერილები ამ მოღვაწეთა შესახებ, ზოგიც ბოლო ჟამს შევავსე. არ დაგიმალავთ და რაღაც უცნაური განცდები კი დამეუფლა. ამ ბოლო ჟამს, მუშაობის დროს ნათლივ გაცხადდა წარსული, ასე მგონია, ვსაუბრობდით, ვეკითხებოდით იმის შესახებაც, რასაც არ შესწრებიან, მაგრამ თითქოს ვგრძნობდი – მათი ნათელი სული რანაირ რეაქციას მოახდენდა, რანაირ შეფასებას მისცემდა მოვლენებს, თუმცა ეს ჩემს დარდად დავიტოვე. ვეკითხები ჩემს თავს და მკითხველს: ვის სჭირდება მოგონება, მოფერება გარდასულ სულთა ჩვენ თუ მათ? უწინარესად, ეს ჩვენ გვჭირდება" – ვახტანგ გოგუაძე.