„ჩემთ დაღესტანი“ ცნობილი პოეტის რასულ გამზათოვის პირველი პროზაული ნაწარმოებია წიგნში ავტორი ეხება მრავალ ცხოვრებისეულ თუ ლიტერატურულ საჭირბოროტო საკითხს, წერს მისთვის დამახასიათებელი მახვილგონივრულობით, მსუბუქი იუმორით.
მწერალი დიდი სიყვარულით აღწერს თავისი ხალხის წარსულსა და აწმყოს, მათ ადათ-წესებს, უხვად იყენებს ხალხურ სიბრძნეს: ანდაზებს, თქმულებებს, გამოჩენილ თანამემამულეთა ნაკვესებს, ცოცხალი და ხატოვანი ენით გადმოგვცემს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით მიღებულ შთაბეჭდილებებს.