რომანი „ლოტოსის ფურცლები“ სტუდენტების ცხოვრებას ასახავს. ისინი 40-50-იანი წლების თბილისში ტრიალებენ – დადიან ლექციებზე და ბიბლიოთეკებში, რუსთაველის პროსპექტზე, სპორტულ მოედნებზე, კინოში; უყვართ, სძულთ, კამათობენ; მომავალში სავალ გზებს ირჩევენ დიდ ცხოვრებაში გასასვლელად ემზადებიან. ამ რთული, შფოთიანი, ათასი ვნებათაღელვით აღსავსე ცხოვრების ზღურბლიდან კი უამრავი გზა მოჩანს – ცრუ თუ მართალი, იღბლიანი თუ უიღბლო, კარგი თუ ცუდი?.. არცერთს წინასწარ არ აწერია, სად მიგიყვანს და რას გაგიმზადებს.