,,ნაშრომი ითვალისწინებს გ. წერეთლის დროს და რაც მთავარია თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიღწევებს. ნაშრომზე მუშაობისას გამოირკვა რომ გ. წერეთლის არქივი თითქმის არ არსებობს, მისი გამოკვლევანი, პუბლიცისტური წერილები, მხატვრული ნაწარმოებები თითქმის ყველანი დაიბეჭდა ჟურნალ „კრებულში", გაზეთ ,,დროებაში“, „ივერიასა“ და „კვალში“, ამიტომ ჩვენთვის ძირითადი წყარო იყო აღნიშნული პერიოდული პრესის მასალები. ნაშრომში ჩვენს მიერ დამოწმებული ლიტერატურა ვერ ამოწურავს იმ აურაცხელ მასალას, რომლის გაცნობაც ჩვენ მოგვიხდა თემაზე მუშაობის პროცესში".