“დიგენის აკრიტასი” იცნობს ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრებს იმ ფორმით, როგორიც ეს იყო XI ს-ის შუა ხანებში, როდესაც განუწყვეტელი ბრძოლები წარმოებდა არაბებთან. პოემა შექმნილია დასავლურ და აღმოსავლურ, ისლამურ და ქრისტიანულ კულტურათა გასაყარზე, ფეოდალური საზოგადოების საბოლოო ჩამოყალიბების, პროვინციული არისტოკრატიის აღზევების პირობებში.