ეს წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად დრამატული, საბედისწერო ეპოქის ლიტერატურული ანარეკლია. ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევენ, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.