ნაშრომში პირველად ქვეყნდება ბულგარეთის არქივში დაცული ოსმალური დოკუმენტური წყაროები. დოკუმენტებში მრავალი საინტერესო და ორიგინალური ცნობაა დაცული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ციხესიმაგრეებსა და ქალაქებში ოსმალთა შეიარაღებული ძალების განლაგების, სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, ონომასტიკისა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ. დოკუმენტები არანაკლებ საინტერესოა დიპლომატიკისა და პალეოგრაფიის თვალსაზრისითაც.