წიგნი გვაცნობს ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიას, მისი გვარის (ფიროსმანი, ფიროსმანაშვილი თუ ფიროსმანიშვილი) ირგვლივ არსებულ მოსაზრებებს, ასლან ფიროსმანაშვილის ოჯახის ისტორიას, მოგვითხრობს მხატვრის კავშირის შესახებ დიდ შულავერთან, ქალანთაროვებთან და ქიზიყელებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ავტორი გვთავაზობს საკუთარ ვერსიას, რაც გამყარებულია საკითხის ირგვლივ არსებული საარქივო მასალით და ავტორის მიერვე მიზეზ-შედეგობრივი ანალიზით მიღებული ლოგიკური დასკვნებით.