წინამდებარე კრებული – „ფრანგული ზღაპრები“ ეყრდნობა 1959 წელს „გოსლიტიზდატის" გამოცემას, რომელსაც საფუძვლად დაედო ცნობილი ფრანგი ფოლკლორისტების საყოველთაოდ აღიარებული კრებულები. წიგნის შედგენისას ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ რაც შეიძლება სრულად წარმოდგენილიყო ფრანგული საზღაპრო ტრადიცია როგორც ჟანრის, ისე გავრცელების მხრივ. მასალის დალაგებისას გათვალისწინებულია ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპი, საფრანგეთის ისტორიულ პროვინციათა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მათი განლაგება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.