ნაშრომში განხილულია თერგდალეულების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების სოციალ–ეკონომიური და თეორიული საფუძვლები, მათი რევოლუციურ–დემოკრატიული შეხედულებები საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, ნაჩვენებია ის შეუპოვარი ბრძოლა, რომელსაც თერგდალეულები საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და ერის ისტორიის ფალსიფიკატორთა წინააღმდეგ ეწეოდნენ.