რომანში „განთიადამდე" ასახულია 1918 წლის ამბები, მთავარი გმირი, გიორგი ჩიქოვანი, საიდუმლო მისიით მიემგზავრება ტამანის ნახევარკუნძულზე, რათა აღმოაჩინოს გენერალ დენიკინის შტაბის მიერ გადამალული პურის ფქვილის მარაგი...
„გორის ციხეში“ ასახულია გორის სურათები, ქართველი ხელოსნების, ხალხოსნების, სემინარიელების, ინტელიგენციის ცხოვრება; პირველი პირველმაისობა თბილისში, ხალხის მებრძოლი, რევოლუციური სულისკვეთება მეფის თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ.

