ცნობილი კინორეჟისორის, გახმაურებული ფილმების – „ქვევრი“, „ქალაქი ანარა“, „მოცურავე“ – ავტორის, ირაკლი კვირიკაძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფელინის ლოყა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნოველებს აერთიანებს. კინოამბისთვის დამახასიათებელი ჟანრთა სხვადასხვაობა წიგნის დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებს – კომედია, დრამა, ტრილერი, ტრაგიკომედია ერთმანეთს ენაცვლება.