აქ დაბეჭდილი სამი ცდა წაკითხული იყო პარიზს, ქართველ ახალგაზრდათა რუსთველის სახელობის აკადემიურ კავშირში, 1929 წ. შვიდ მნათობთა ლექსი ივლისის 6-ს, შოთა მანიქეველი ოკტომბრის 27-ს, გველი და მთვარე ნოემბრის 26-ს. დამატებულია ის, რაც გვ. 31-40, 57-59, 65-72, 87-103 არის მოთავსებული. მიჯნურობისათვის ამ სახით დაწერილია 1930 წ. შესავალად განზრახული ვეფხის-ტყაოსნის საკითხთა უფრო ზოგადი და სრული, თუნდაც რომ მოკლე, მიმოხილვა (როგორიც შეეფერება არა-ფილოლოგს და არა-ორიენტალისტს) ქართული გამოცემების და ნაწერების უქონლობამ დააბრკოლა. თორემ, მკითხველს ეს ეცოდინება, რუსთველის გარშემო ცოცხალი კამათია ატეხილი ამ საუკუნეში და ბევრი რამ გამოირკვა. რუსთველის ტაეპები ამოწერილია უფრო ქუთაისის 1918 წ. გამოცემითგან; მას აკლია, და მათი რიცხვები მრავალ გამოცემებში მიღებულს ეთანხმებიან და აქ ნასესხებია სხვაფრივაც მეტად სასარგებლო, მარჯორი ს. ვორდროპის ცნობილ ინგლისურ თარგმანითგან (ლონდონი 1912) ტაეპების ერთი ნაწილი ამოღებულია დ. ჩუბინაშვილის 1846 წ. (სპბ.) და დ. კაკაბაძის 1927 წ. (ტფილისი) ვეფხის-ტყაოსნითგან.
მიხაკო წერეთლის დიდი მოვალე ვარ მრავალი რჩევისა და ყურადღებისათვის, მას, ბ. ივანე ზავრიევს, რომელმაც დაბეჭდვის საქმეს ხელი შეუწყო, და ბ. ვიკტორ ნოზაძეს ამ საქმის განხორციელებისათვის მხურვალე მადლობას მოვახსენებ. ზ. ა.