,,საქართველოში ოდიდანვე იცნობდნენ ძვირფას ქვებს, მათი სიუხვე აღნიშნავდა ქვეყნის დოვლათიანობას, კულტურულ დონესა და ხალხის მაღალ ესთეტიკურ გემოვნებას. მაგრამ დროთა ვითარებამ მდგომარეობა შეცვალა და სამკაულნიც ნაწილობრივ გაუჩინარდნენ. ამბობენ, საქართველოში ბროლი მხოლოდ უცხოეთიდან შემოდიოდა, მისი ადგილობრივი საბადოების დამუშავება არ წარმოებდა და ამიტომ ქართულ ზღაპრებსა და ლიტერატურაში მოხსენიებული ბროლი უცხოურად უნდა ვიგულისხმოთო. წინამდებარე ნარკვევის მიზანია ამ საკითხების ნათელყოფა" – ალექსანდრე კოჭლავაშვილი.