საქართველოს ახსოვს მოღვაწენი, რომლებიც ორი ან სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს კულტურას მსახურებდნენ. ამ წიგნის ახალგაზრდა ავტორი ერთ-ერთი მათგანია – ეთნიკური აზერბაიჯანელი, განათლებით – ქართული ფილოლოგიის სპეციალისტი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული), მოწოდებით – პოეტი, სარწმუნოებით მუსლიმი. ორიგინალური აზრები, მახვილგონივრული მიგნებები, ზუსტი ფორმულირებები, თხრობის ლაღი მანერა ოქტაი ქაზუმოვის, ვითარცა ლიტერატორის, თვალსაჩინო ღირსებებია.
ლევან ბრეგაძე