ნაშრომში წარმოჩენილია საქართველოს 1921-2000 წლების ისტორიული განვითარების პროცესი. აღნიშნულია საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის თავისებურებანი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცნობი და ნაკლებადცნობილი ისტორიული ფაქტების მეცნიერულ შესწავლას, გაანალიზებულია სოციალური, პოლიტიკური, საეროვნებათაშორისო და კულტურული ცხოვრება. ნაჩვენებია ახალი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის სირთულეები.