გამოკვლევა ორიენტირებულია ქართულ ლოგიკურ-შემეცნებით მიმდინარეობაზე, კერძოდ მის ხუთ წარმომადგენელზე. სიტყვა „ქართული“ ამ შემთხვევაში მიუთითებს იმ კულტურულ გარემოზე, რომელშიც აღნიშნული პირები ეწეოდნენ თავის საქმიანობას. მათი საერთო ორიენტაცია ხასიათდება რეალიზმის ნიშნით, რომელიც ხუთი განსხვავებული სახით წარმოგვიდგება.