ნაშრომში გამოკვლეულია კავკასიის ლითონის ადრეული ხანის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლი – სამშვილდის სამაროვანი და ნამოსახლარი. ეს ძეგლი განხილულია განუყრელ კავშირში მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემასთან რომელმაც ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა საბჭოთა არქეოლოგიაში.