დავით წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიულ გამოკვლევასთან ერთად, წიგნში ასევე შეტანილია როგორც იმჟამინდელ პრესაში გამოქვეყნებული მწერლის მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებები, ისე მის არქივებში დაცული უცნობი ნაწერებიც, რითაც კიდევ უფრო ფართოდ წარმოჩინდება ამ მრავალმხრივი მოღვაწისა და გულმხურვალე მამულიშვილის ღვაწლი ჩვენი კულტურის ისტორიაში.