"წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ორი ნარკვევი. პირველი ეხება ფინკენშტეინში (4.05.1807) საფრანგეთსა და ირანს შორის დადებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლის მესამე და მეოთხე მუხლების თანახმად, ნაპოლეონი ირანის შაჰს, ფათჰ-ალის, საქართველოს დაბრუნებას ჰპირდებოდა. ნარკვევში ფრანგული პირველწყაროების საფუძველზეა წარმოდგენილი, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა საფრანგეთის იმპერატორს შაჰისათვის “დაპირებული” საქართველოს შესახებ. მეორე ნარკვევში განხილულია თეიმურაზ ბატონიშვილის სახელთან დაკავშირებული “vocabulario”-ს ავტორობის საკითხი. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ თეიმურაზ ბატონიშვილი ვერ იქნებოდა ამ “vocabulario”-ს ავტორი, როგორც ეს მიჩნეული იყო".