წიგნში განხილულია XIX საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონის მიერ ირანის ჩართვა ინდოეთზე ლაშქრობის გეგმაში და 1804-I811 წლებში საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობის ყველა ეტაპი. ნაჩვენებია საფრანგეთის იმპერატორის აღმოსავლური პოლიტიკის ამ ერთ-ერთ საკვანძო საკითხში იმჟამად რუსეთის შემადგენლობაში მოქცეული ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს
მნიშვნელობა, რაც საფრანგეთსა და ირანს შორის 1807 წლის 4 მაისს დადებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში აისახა. შესწავლილია ფრანგი აგენტების მიერ საქართველოს შესახებ შეკრებილი ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულების შემუშავების დროს. წარმოდგენილია ნაპოლეონისადმი ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილებისა და სოლომონ II-ის წერილების ნაპოლეონისთვის წარდგენილი ფრანგული თარგმანები. შეფასებულია 1805-I809 წლებში ირანში ნაპოლეონის მიერ წარგზავნილ პირთა საქმიანობა, განხილულია 1809 წელს ირანში ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირება და ირანელებისთვის თბილისის დაკავების საკითხის მნიშვნელობა ლონდონში 1809-1810 წლებში გამართულ ინგლის-ირანის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. გამოკვლევა ეყრდნობა საფრანგეთის არქივებში დაცულ დოკუმენტებს, იმჟამინდელ ფრანგულ სამთავრობო პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემულ თვითმხილველთა რელაციებში არსებულ ცნობებს.