„ეს პატარა კრებული, „კავკასიური ფოლკლორის” სერიაში რომ გვთავაზობს ,კავკასიური სახლი“, ოდნავ მაინც შეუღებს მკითხველს სომხური ზეპირსიტყვიერების მდიდარი საგანძურის კარს. შეუღებს და დაანახვებს უძველესი სომხური კულტურის იმ დიდებულ ნაწილს, მწერლობის მხარდამხარ რომ მოაბიჯებდა საუკუნეთა სიღრმიდან და მოჰქონდა სომეხი ხალხის ტკივილი თუ სიხარული, ნანახი თუ განცდილი – ყველაფერი, რაც თან ახლდა ხალხის შრომას, ბრძოლას, გრძნობას".