წიგნში შესწავლილია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სამეგრელოს და აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. მათი ქრონოლოგია მოიცავს ათ საუკუნეს - IX-XIX სს. ამ მასალიდან კარგად ჩანს ამ მხარეთა მჭიდრო კულტურულ-ისტორიული კავშირი საუკუნეების განმავლობაში, როგორც ერთმანეთთან, ისე საქართველოს სხვა კუთხეებთან.