"გიორგი ნიკოლაძის მთამსვლელური დღიური საბჭოთა ალპინიზმის დაბადების მომასწავებელი ერთ-ერთი პირველი დოკუმენტია.
გიორგი ნიკოლაძე – გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და მეტალურგი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი, ქართული სპორტული მოძრაობის ფუძემდებელი – სპორტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოების განვითარებაში. ეს კარგად ჩანს მისი ჩანაწერებიდან".