წინამდებარე წიგნში შესულია მწერლის ორი რომანი: „თეთრი გვარდია“ და „თეატრალური რომანი". „თეთრ გვარდიაში“ ნაჩვენებია სულიერი კრახი რუსი ინტელიგენციის იმ ნაწილისა, რომელიც დასაღუპად განწირულ „თეთრების მოძრაობას“ უკავშირდებოდა. „თეატრალური რომანი“ ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია. მასში ცოცხლადაა გადმოცემული 20-იანი წლების მოსკოვის სამსახიობო წრეების ჩვეულებანი.ი ცხოველი იუმორითა და მძაფრი სატირითაა ნაჩვენები ის ნაკლი, რაც თეატრს ხელს უშლის, რომ „სასწაულად“ იქცეს.