რომანში იტალიის სამხრეთია: მისი ბრდღვიალა ფერები და უპოვართა მოელვარე თვალები, დაკოჟრილი ხელები და ბარაქიანი სუფრა, მიწის ძახილი და მხურვალე გრძნობები, მზით გარუჯული სახეები და პირდაპირი, ამაყი, უშიშარი მზერა. სკორტების ძალა დუმილშია და მაინც, სათქმელი უნდა ითქვას, რათა თაობებს გადაეცეს მათი მოგონება, ცოდნა... 2004 წელს წიგნს მიენიჭა გონკურის პრემია.