ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მბრწყინავი სამყარო; ტალღებზე მორბენალი

მთარგმნელიმარინე ავალიანი
გამოცემის წელი2015
გამომცემლობაელფი

მბრწყინავი სამყარო – მთავარ გმირს, დრუდს, ფრენის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს და ცირკში ნამდვილ სენსაციას ახდენს. მისი პიროვნებით ინტერესდებიან ქვეყნის მდიდარი მმართველები და მოსაკლავად დასდევენ. დრუდი სასტუმროში სხვა სახელით ცხოვრობს და წარმოდგენის შემდეგ დაკეტილ ნომერში შეუმჩნევლად შედის. არ უნდა სამეცნიერო კვლევის ობიექტი გახდეს, თუმცა ამაოდ - ყავაში უსხამენ საძილე წამალს და აპატიმრებენ.

ტალღებზე მორბენალი – მოქმედება გამოგონილ ქვეყანაში ხდება: თომას ჰარვეი პორტში დაინახავს მშვენიერ ქალიშვილს - ბიჩე სენიელს და მასთან შეხვედრაზე იწყებს ოცნებას. კარტის თამაშისას მისი მეგობრები ხშირად ახსენებენ ტალღებზე მორბენალს, თუმცა თავიდან ამას ყურადღებას არ აქცევს, მოგვიანებით კი ხვდება გემზე, რომელსაც სწორედ ეს სახელი ჰქვია. მერე შემთხვევით ჩადის ქალაქში, სადაც წააწყდება მარმარილოს ქანდაკებას წარწერით: "ტალღებზე მორბენალი", რომელსაც მოქალაქეები განადგურებისგან იცავენ.